დღეს, TRACECA-ს მონაწილე ქვეყნების მნიშვნელოვანი ამოცანაა რეალურად ამუშავდეს საქართველო- აზერბაიჯან- ყაზახეთის მიერ ერთობლივი კომპანია Middle Corridor Multimodal-ი,- ამის შესახებ Trend-თან ინტერვიუში, აზერბაიჯანში TRACECA -ს მუდმივმა წარმომადგენელმა რუფატ ბაირამოვმა განაცხადა.
“კომპანია დარეგისტრირდა ასტანაში. მუშავდება ოპერირების ბიზნესგეგმა, ოპტიმალური სატარიფო პოლიტიკის შემუშავებისთვის. ვფიქრობ, 2024 წლის პირველ ნახევარში ეს კომპანია დაიწყებს ოპერირებას და შეძლებს, აწარმოოს წარმატებული მოლაპარაკებები ჩინეთთან, რომლის ტვირთის მიმართ TRACECA-ს დიდი ინტერესი აქვს“, - განაცხადა ბაირამოვმა.
ამასთან, ბაირამოვმა 2024-2026 წლებში TRACECA-ს პრიორიტეტულ ამოცანებს შორის დაასახელა ტვირთბრუნვის პროცესში ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვა, საკონტეინერო და საბორნე ფლოტის გაზრდა და კასპიის ზღვაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.