მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "არიკ ჯგუფმა" შესაძლოა ოპერირება შეაჩეროს - კომპანიის განცხადება

64b3d2221d057
BM.GE
16.07.23 15:13
7637
კომპანია "არიკ ჯგუფმა" შესაძლოა ოპერირება შეაჩეროს - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციას უკავშირდება. "არიკ ჯგუფი" საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში წლებია საქმიანობს და მის საკუთრებაშია ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნუშის და ფსტის ბაღები, ასევე ვენახები. 

"2023 წლის 17 ივლისს, 12:00 საათზე სატუმროში Radisson Blue Iveria ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი მეურნეობის წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას ოპერირების შესაძლო შეჩერების შესახებ. ARIC Group-ის იურისტი ქეთი ქვარცხავა დეტალურად ისაუბრებს საქართველოს სასამართლოში ინვესტორისთვის შექმნილ პრობლემებზე,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

BMG განცხადების დეტალებთან დაკავშირებით კომპანიას და მის წარმომადგენლებს დაუკავშირდება. დამატებით ინფორმაციას მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ. 

"არიკ ჯგუფი" შექმნილ პრობლემებზე 2021 წელსაც საუბრობდა, მაშინ კომპანიის დამფუძნებელმა აფზალ რავარმა BMG-სთან საუბარში მათი ქარხნის მშენებლობის შეფერხების მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიას სირთულეები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეუქმნა.

"არიკ ჯგუფი" კომპანიათა ჯგუფია, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს. კომპანიამ წლების განმავლობაში ქვეყანაში მილიონობით დოლარის ინვესტიცია გაანხორციელა, შეიძინა და იჯარით აიღო 3000 ჰექტარზე მეტი მიწა და განავითარა მაღალი ტექნიკური სტანდარტების სასოფლო მეურნეობა, 570 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე მოაწყო სარწყავი სისტემა. არიკ ჯგუფმა გააშენა დაახლოებით 500 000 ძირი ფისტის, კაკლის, ნუშის, ხე-ხილის პლანტაცია და ვენახი. ჯგუფი მილიონობით ლარს ხარჯავს ხეების მოვლასა და მეურნეობის შენახვაში და ასაქმებს 200-მდე ადამიანს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები