მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "რეტკომ" ჟინვალის ჰიდროკომპლექსში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი Siemens-თან პარტნიორობით განახორციელა(რ)

რეტკო

კომპანია რეტკომ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში, GWP-ის დაკვეთით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი Siemens-თან პარტნიორობით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში საბჭოთა სტილის ზეთიანი ამომრთველები ჩანაცვლდა 4 ერთეული "სიმენსის" ახალი HB3-C-ის ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველებით, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე სანდო მოწყობილობაა და ჰესის სტაბილურ და უსაფრთხო ოპერირებას უზრუნველყოფს.

ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურში დაყენებული SIEMENS HB3-C და სხვა საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, ევროპული სტანდარტის მიხედვით, საჭიროა იმ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებზე, რომელთა დადგმული გამომუშავების სიმძლავრე აღემატება 30 მეგავატს.

სიმენსის გამოცდილება ფასდაუდებელი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობაა. რეტკოს სერტიფიცირებული თანამშრომლები უზრუნველყოფენ თანამედროვე პროდუქციის გამოყენებით, დამკვეთზე მორგებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას.

სპეციალურად რეტკოს მიერ განხორციელებული პროექტის გაცნობის მიზნით, ჟინვალჰესს ესტუმრა სიმენსის საგენერატორო ამომრთველების გაყიდვების ხელმძღვანელი აქსელ შვარცვალდერი, რომელმაც დადებითად შეაფასა შესრულებული სამუშაო.

HB3-C ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები შეესაბამება ევროკავშირის IEC 62271-200:2011 და IEC 61936-1 (VDE 0101) სტანდარტებს. აღნიშნული ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს, ექსპლუატაციის პირობების დაცვით, 25 წლამდე მომსახურების გარეშე მუშაობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში 75%- მდე ამცირებს OPEX ხარჯებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები