კომპანია სტარბაქსმა ამერიკაში 8 000 მაღაზია რამდენიმე საათით დახურა
BM.GE
11.06.18 23:43
• 956
ყავის მაღაზიების გიგანტმა კომპანია „სტარბაქსმა“ ამერიკაში 8 000 მაღაზია რამდენიმე საათით დახურა და 175 000 თანამშრომელს რასობრივ შემწყნარებლობაზე ტრენინგი ჩაუტარა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ფილადელფიის „სტარბაქსის“ მაღაზიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო. მაღაზიაში ორი შავკანიანი მამაკაცის დაკავებამ რასიზმის ბრალდებით საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია.