მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია “თამ მენეჯმენტი” განმარტებას აკეთებს

644a633e301d0
BM.GE
27.04.23 16:21
1373

კომპანია “თამ მენეჯმენტის” გენერალური დირექტორის მოადგილე, მიხეილ როგავა განმარტავს, რომ ქართულ კომპანია “თამ მენეჯმენტს” არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კომპანია НПК Штурмовики Сухого-სთან.

“ჩვენი კომპანია არანაირ კავშირში არაა რუსულ კონცერნ НПК Штурмовики Сухого-სთან, რა ბრალდებებიც იყო ჩვენი მისამართით. ჩვენი კომპანია შეიქმნა 2015 წელს, ხოლო НПК Штурмовики Сухого იყო შექმნილი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 46 სხვადასხვა უწყების მიერ. ამ კომპანიებიდან 5 იყო უკრაინული, ხოლო 1 - შპს თბილავიამშენი იყო ქართული. ამიტომ ჩვენ კომპანიას ვერ ექნებოდა რაიმე კავშირი,”- ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა როგავამ.

შპს “თამ მენეჯმენტი” 2015 წელს, ყოფილი 31-ე ქარხნის ტეროტორიაზე დაფუძნდა. ამჟამად ავიაკომპანია საჰაერო ხომალდების - სუ 25 ტიპის გამანადგურებლების, ასევე სხვადასხვა დასახელების ვერტმფრენების სრული რემონტითა და მოდერნიზებით არის დაკავებული. ამასთანავე, “თამ მენეჯმენტი” ახალი უპილოტო საფრენი აპარატის შექმნას გეგმავს, რომელსაც სამხედრო და სადაზვერვო დანიშნულება უნდა ჰქონდეს.

“თამ მენეჯმენტი” საჰაერო ხომალდების შეკეთებას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საწარმოო გაერთიანების - Ukroboronprom-ის შემადგენლობაში შემავალ კომპანიებთან - SE SFTF Progress, SE Odessa Aircraft Plant, RADIONIX LLC, FED LLC,JSC Motorsich, Soty LLC, PE UKRAVIASERVIS და კომპანია SE ukrspetsexport-თან პარტნიორობით ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები