მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორიგი რუსული პროვოკაცია - სალომე ზურაბიშვილი კრემლის გადაწყვეტილებაზე

645b7ad70995b
გიგა ბენია
10.05.23 15:03
901
რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმისა და ავიამბერგოს გაუქმებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს, რომ კრემლის გადაწყვეტილება მორიგი რუსული პროვოკაციაა.

"მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი 16:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები