მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია TESLA ანგარიშზე $185 მილიონის ბიტკოინს ფლობს

64b94ace82929
გიორგი თოლორდავა
20.07.23 23:25
583
ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ კვარტალური შედეგები გაასაჯაროვა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანია 185 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინს ფლობს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში Tesla-ს პოზიცია ბიტკოინთან მიმართებით ფაქტობრივად არ შეცვლილა, ამ პერიოდის განმავლობაში კი კრიპტოაქტივის ფასი 28,000 – 32,000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი 2021 წელს შეიძინა, რამაც კრიპტობირჟაზე ბიტკოინის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. თუმცა გასულ წელს Tesla-მ კრიპტო პორტფელის 75%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და 940 მილიონი დოლარის ბიტკოინი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები