მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიაც ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს, რის გამოც დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ - სოხაძე მე-10 სკოლის რეაბილიტაციაზე

რევაზ სოხაძე

"ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მეათე საჯარო სკოლის სამშენებლო პროექტის დასრულება მაქსიმალურად მოკლე ვადაში იგეგმება. როგორც სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში აღნიშნა, უწყება პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

„მეათე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით პროექტი უფლებამონაცვლეობით არის გადმოცემული. კონტრაქტით დასრულების ვადა 2026 წლის მაისია, თუმცა პრობლემა არსებობს სპორტული მოედნის ნაწილში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს გარკვეული იურიდიული სირთულეები აქვს. კონტრაქტორი კომპანიაც ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს, რის გამოც დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ. გვესმის მოსახლეობის, მოსწავლეების და მშობლების გულისწყრომა. ვეცდებით, რომ პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს,“ — განაცხადა სოხაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს სკოლისათვის ახალი ფართის გამოყოფის მოთხოვნით. მშობლების თქმით, არსებული შენობა ავარიულია, სწავლება ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს, რაც მათ შეფასებით, სწავლების ხარისხზე უარყოფითად აისახება.

მშობლები განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, სკოლას ალტერნატიული ფართი გამოუყოს და ახალი შენობის მშენებლობა დააჩქაროს.

"არ ვართ თანახმა ონლაინ სწავლებაზე" - მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა დადიანის ქუჩა გადაკეტეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები