მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ - რეიტინგი

625d8eacdf7b1
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.22 00:00
12374
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 13%-ით გაიზარდა და 3.9 ტერავატ საათს მიაღწია. ესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ "ენერგო პროს" აბონენტებმა 1.1 ტერავატი ელექტროენერგია მოიხმარეს, "თელასის" აბონენტებმა კი 810 მლნ კილოვატ საათი. 

ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას პირდაპირ საბითუმო ბაზარზე - "თელასის" და "ენერგო პროს" გვერდის ავლით ყიდულობს. ეს სტატუსი 35 კომპანიას აქვს მინიჭებული და მათ პირველ კვარტალში ჯამურად 987 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს. 

ესკო-ს თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტი - 306 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია "ჯორჯიან მანგანეზმა" მოიხმარა, რაც პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი მოხმარების 8% იყო. მოხმარებით მეორე ადგილზეა Bitfurry, რომელიც თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კრიტპოვალუტის მაინინგით არის დაკავებული, მისი მოხმარება 98.5 მილიონი კილოვატ საათი იყო. 

კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ:

1 "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 306 მილიონი კილოვატ საათი;
2 "ბი ეფ დი სი" (Bitfury) - 98.5 მილიონი კილოვატ საათი;
3 "რუსთავის აზოტი" - 67.2 მილიონი კილოვატ საათი;
4 "რუსთავის ფოლადი" - 54.4 მილიონი კილოვატ საათი;
5 „საქართველოს რკინიგზა“ - 42.5 მილიონი კილოვატ საათი;
6 "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 40.7 მილიონი კილოვატ საათი;
7 "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 39.6 მილიონი კილოვატ საათი;
8 "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 37.8 მილიონი კილოვატ საათი;
9 "აითილები" - 34.7 მილიონი კილოვატ საათი;
10 „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ - 29.3 მილიონი კილოვატ საათი.

რეიტინგში შემავალი კომპანიების უმეტესობა მძიმე მრეწველობის სფეროში საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები