დეკემბრის ბოლო ის დროა, როცა ჩვენ, ადამიანები, სიახლეებისთვის ვემზადებით და გეგმებს ვისახავთ, რათა მომდევნო წელი გაცილებით უკეთესი იყოს, ვიდრე წინა. დეკემბრის ბოლოს, დედამიწის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, კერძოდ ორი მილიარდი ადამიანი, შობას ზეიმობს — რელიგიურ დღესასწაულს, რომელიც ჭეშმარიტ კულტურულ ფენომენად იქცა.
დღეს, შობა დიდი ეკონომიკური სასწაულიცაა, რადგან ეს დღე საჩუქრებთან და დასვენებასთან ასოცირდება. სხვადასხვა მონაცემებით, შობის ეკონომიკის მოცულობა 1.5 ტრილიონი დოლარია და ამ თანხას სხვადასხვა კომპანიები ქმნიან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში. დღეს, BMG იმ კომპანიებს წარმოგიდგენთ, რომლებიც შობის დღესასწაულთან ასოცირდება.
Coca-Cola
შეფასება: $270 მლრდ
ქვეყანა: აშშ
დაფუძნდა: 1886
Amazon
შეფასება: $2.4 ტრლნ
ქვეყანა: აშშ
დაფუძნდა: 1994
Disney
შეფასება: $203 მლრდ
ქვეყანა: აშშ
დაფუძნდა: 1923
LEGO
შეფასება: დაახლოებით $13 მილიარდი (დაუზუსტებელი)
ქვეყანა: დანია
დაფუძნდა: 1932
Mars
შეფასება: დაახლოებით +$100 მლრდ (დაუზუსტებელი)
ქვეყანა: აშშ
დაფუძნდა: 1911