მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს აშშ-სთან, სადაც ბრუნვა 19%-მდე შეგვიმცირდა?

საქართველო-აშშ

ბოლო ცნობებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დიდი უპირატესობით დემოკრატები იმარჯვებენ და აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები გააკონტროლებენ. ხმების დათვლა კიდევ გრძელდება, თუმცა წინასწარი შედეგებით, დემოკრატებს უკვე აქვთ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ადგილები - 231 წარმომადგენელთა პალატაში და 54 სენატში. შესაბამისად, BM.GE დაინტერესდა, თუ რა სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს აშშ-სთან?

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 18.6%-ით შემცირდა და 1.83 მილიარდი დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2.25 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 9 თვეში ბრუნვა 420.4 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია (2026 წელი/9თვე):

  • ფეროშენადნობები- $38 380 000, 32 441 ტონა;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $17 258 500, 33 022 ტონა;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $15 509 200, 13 689 ტონა;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - $9 085 900, 34 ტონა;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $6 175 800, 3 768 800 ტონა;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $5 063 500, 4 210 ტონა;
  • დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - $4 661 600, 934 ტონა;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $4 436 400, 747 ტონა;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $1 661 900, 1 639 ტონა;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $1 421 800, 2 379 ტონა.

TOP-10 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია (2026 წელი/9თვე):

  • მსუბუქი ავტომობილები - $1 519 205 500;
  • თხილი და სხვა კაკალი - $52 712 300, 5 802 ტონა;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $8 497 900, 7 208 ტონა;
  • სატვირთო ავტომობილები - $7 638 100;
  • ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი - $6 984 600, 3 681 ტონა;
  • მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - $6 421 400;
  • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - $4 856 200, 144 ტონა;
  • მანქანები და მექანიზმები სოფლის მეურნეობის კულტურების ასაღები ან სალეწი - $4 548 000, 195 ტონა;
  • თევზი გაყინული - $4 329 600, 1 634 ტონა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები:

2026 წლის ორ კვარტალში საქართველოში აშშ-დან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 58.36 მლნ დოლარი შეადგინა - 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 35.29 ათასი დოლარი. ეს კი 65.3%-იან ზრდას ნიშნავს.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2025 წელს აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 131.29 მლნ დოლარი იყო, 2024 წელს – 74.18 მლნ დოლარი, ხოლო 2023 წელს – 188.75 მლნ დოლარი. 2022 წელს ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 181.07 მლნ დოლარი შეადგინა. შედარებით დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2021 წელს, როდესაც აშშ-დან საქართველოში 23.15 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

ფულადი გზავნილები:

2026 წლის იანვარ-სექტემბერში აშშ-დან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 551.1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი $501,447,500-ს უდრიდა. ეს მონაცემები კი ნიშნავს, რომ ფულადი გზავნილების რაოდენობა 3 კვარტალში, 9.9%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2025 წელს აშშ-დან საქართველოში 682.9 მლნ დოლარი გადაირიცხა, 2024 წელს - 572.8 მლნ დოლარი, ხოლო 2023 წელს - 460.4 მლნ დოლარი. 2022 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ 327 მლნ დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი - 284.3 მლნ დოლარი.

ტურიზმი:

2026 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში აშშ-დან 65 314 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 60 059-ს შეადგენდა. შესაბამისად, წლიურად აშშ-დან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5 255-ით, ანუ 8.7%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები