სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქონება 20 კომპანიას ჩამოერთვა. ინფორმაცია bm.ge-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, სულ ქონება გადაეცა 145 კომპანიას.
კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც ქონებები ჩამოერთვათ:
1. შპს "იქს სტილი"
2. შპს „ხევი“
3. შპს „წალკის რძის პროდუქტები“
4. შპს „პკლ ეკო სოლუშენს“
5. შპს "ნ.გ. ჰოლდინგი"
6. შპს "ტორო"
7. შპს „წალკა აგრო“
8. შპს „იმედი“
9. შპს „საქართველოს თაიგული“
10. შპს "აბაშის რძის ქარხანა"
11. შპს “აილამა”
12. შპს “კატევე ხობი”
13. შპს “ენ-ეიჩ-ელ 43”
14. შპს ,,იბერია ევრო პრო”
15. შპს „სამშენებლო კერამიკა“
16. შპს “პრაიმფრეში”
17. შპს ,,SHAKRO”
18. შპს "ჯი ემ პლასტიკ"
19. შპს “არეანვეძა”
20. შპს “ქართული სამშენებლო მასალების კომპანია”
რა პირობებით გადაეცემა მეწარმე სუბიექტს ქონება?
1. შემოთავაზებული პროფილის საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს ორი წლისა;
2. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს ინვესტირება ქ. თბილისში - შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - არანაკლებ ოთხმაგი ოდენობით. პროცესი კი უნდა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით: ინვესტიციის არანაკლებ 25% - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში; ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის
გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;
3. წარმოების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის მოცულობის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით: წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება; წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.
დაინტერესების რეგისტრირება მეწარმე სუბიექტმა, რომელიც დაინტერესებულია პროგრამაში მონაწილეობაზე და თანახმაა აიღოს დათქმული ვალდებულებები, ქონების მართვის სააგენტოში უნდა მოიტანოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც უნდა მოქმედებდეს განცხადების წარდგენიდან არანაკლებ 30 თვის განმავლობაში. საბანკო გარანტია უნდა იყოს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 10%.
ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე რამდენიმე დაინტერესების არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება იმ მეწარმე სუბიექტს, რომელმაც პირველმა წარადგინა დოკუმენტები სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.




























