მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიის ორჯერ გაზრდას ვგეგმავთ - "თიბისი ლიზინგი"

641bf8382f893
ნანუკა ნარიმანიძე
23.03.23 11:03
998
“ლიზინგის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პირდაპირპროპორციულია, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები გვაქვს ამ მიმართულებით. 2022 წელს, ბაზარი დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო ჩვენი კომპანია 22%-ით გაიზარდა, რაც, დაახლოებით 66 მლნ ლარს ნიშნავს”, - აღნიშნა “თიბისი ლიზინგის” დირექტორმა გაგა გოგუამ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას.

მისივე თქმით, კომპანია 2023 წელს ლიზინგის მიმართულებით 270 მლნ ლარის დაბანდებას გეგმავს.

“2022 წელს ჩვენ ქვეყნის ეკონომიკაში 200 მლნ ლარი დავაბანდეთ. წელს ვაპირებთ 270 მლნ ლარის დაბანდებას, რადგან გაიზარდა ბაზრის მოთხოვნა. ლიზინგის ნდობა ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა. აღსანიშნია ისიც, რომ 2022 წელს “თიბისი ლიზინგის” მიერ მოზიდული იყო 150 მლნ ლარი, საიდანაც 60-70% საერთაშორისო ინვესტიციას შეადგენდა, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ნდობას საერთაშორისო მიმართულებით”, - განმარტა მან.

გაგა გოგუა “თიბისი ლიზინგის” სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის გაზრდა ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

“გასული წელი 2023 წელს რომ შევადაროთ, ლიზინგის მიმართულებით აქტივობა გაზრდილია დაახლოებით 40%-ით, ეს საშუალებას გვაძლევს ხმამაღლა ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე და ვთქვათ, რომ ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, კომპანიის ორჯერ გაზრდას ვგეგმავთ, გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფოსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან, რათა კანონმდებლობაში მოვაქციოთ ლიზინგის მიმართულება”, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები