თიბისი ლიზინგის ინტერაქციული მარკეტინგული კამპანია გრძელდება. კომპანია ეძებს #ლიზინგისამხსნელს — ადამიანს, რომელიც ყველაზე მარტივად ან/და კრეატიულად შეძლებს ფინანსური პროდუქტის ახსნას, საკუთარ ნამუშევარს სოციალურ ქსელებში გააზიარებს და მრავალფეროვანი ჟიურის რჩეული გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით შერჩეული ადამიანი კომპანიის სარეკლამო აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას, ანაზღაურების სახით კი, 20 000 ლარი გადაეცემა.
კამპანიის შინაარსი შემდეგია: წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, თიბისი ლიზინგმა გადაწყვიტა, რომ ამჯერად კომუნიკაციის ნაწილი აუდიტორიას გადააბაროს და ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს პროექტში მონაწილეობის მიღება.
„სტანდარტული კომუნიკაციისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ჩვენი ჩართულობა მხოლოდ მონაწილეების წახალისებითა და სოლიდური ანაზღაურებით შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ, არ გვინდოდა მათი კრეატიულობის შეზღუდვა და პირობებიც მაქსიმალურად გავამარტივეთ. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: გადაიღოთ ვიდეო, რომელშიც ახსნით, რა არის ლიზინგი. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ფორმით — სიმღერით, ცეკვით, ხატვით ან სხვა გზით. შემდეგ კი ვიდეო სოციალურ ქსელში უნდა ატვირთოთ და ჰეშთეგი #ლიზინგისამხსნელი დაურთოთ. გამარჯვებული ორ კვირაში გამოვლინდება სრულიად ნეიტრალური ჟიურის მიერ, რომლის წევრებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ საბანკო ან სალიზინგო სფეროსთან“, — განმარტავენ თიბისი ლიზინგის მარკეტინგის გუნდში.
კამპანიის მთავარი მიზანი ლიზინგის, როგორც ფინანსური პროდუქტის, შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ამ მიზნის მისაღწევად კი კომპანია მონაწილეებს კრეატიულობისა და სიმარტივის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს, რასაც 20 000-ლარიანი ჯილდოც ახლავს.
დეტალური ინფორმაციისა და მონაწილეობის პირობების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:
https://www.tbcleasing.ge/leasing-instruction
























