მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპენსაციები, ინფორმირებულობა - როგორ აპირებს მთავრობა ჰესების მიმართ მოსახლეობის განწყობების შეცვლას?

ეკონომიკის სამინისტრო

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობა მსჯელობს სოციალურ კომპენსაციებზე, რაც მოსახლეობას ენერგეტიკული პროექტების მიმართ დადებითად განაწყობს.

მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემასთან დაკავშირებულ კითხვაზე, რაც რიგი ენერგოპროექტების განხორციელებას აფერხებს, დავითაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტი ინფორმირებულობა და მოსახლეობის კონკრეტული მხარდამჭერი მექანიზმები გადამწყვეტი იქნება ჰესების თუ სხვა ენერგოპროექტების სწრაფად განხორციელებისთვის.

„ცალსახაა, რომ ყველა მხარე უნდა იყოს აქტიურად ჩართული. თითოეული პროექტი ინდივიდუალურია და გააჩნია ბევრი ასპექტი, არის გარემოსდაცვითი, სოციალური საკითხები. არის საკითხები, სადაც ჩვენი თანამონაწილეობაც, დიალოგის კუთხით და კომუნიკაციის რეჟიმში, მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ მხარდაჭერის მექანიზმებზე მოსახლეობისთვის, გარკვეულ სოციალურ კომპენსაციებზე, რომელიც მოსახლეობას უფრო კეთილად განაწყობს და მხარდამჭერი იქნება პროექტების განხორციელების. ვფიქრობ, მეტი ინფორმირებულობა და ასევე კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც წაახალისებს მოსახლეობის ინტერესებს, გადამწყვეტი იქნება იმ პროცესებში რომ, ჰესები, განახლებადი ენერგიის სხვა პროექტები უფრო სწრაფად განვახორციელოთ“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები