"კომპეტენციის პრობლემაა და არ იციან რა უნდა გააკეთონ", - ასე შეაფასა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ბიზნესმენმა რესან ქიქავამ გურიის სტიქიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მთავრობის ხარისხი.
მისივე თქმით, შოვის ტრაგედიასა და გურიის სტიქიას შორის ის განსხვავებაა, რომ ახლა მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისას, 112-ის მიერ sms-ები იგზავნება.
„მთავარი პრობლემა მართვაშია, რაც სისტემური პრობლემაა - არის სისტემის არარსებობა და პასუხისმგებლობის საკითხი; მართვის არცოდნის გამო, რთულია წარმოიდგინო, როგორ უნდა დაგეგმო ასეთი სტიქია და მისი მართვა როგორ უნდა განახორციელო.
როცა მართვა არ იცი, მერე გამოსავალს ეძებ, ვის შეიძლება ეს ყველაფერი დავაბრალოთ. პირველი - არის ცენტრალიზებული მართვა ანუ რამდენად განხორციელდა ყველაფერი ცენტრალიზებულად. ყველა ელოდება ზარს ზემოდან, რადგან ერთი ვერტიკალი გვაქვს და პასუხისმგებელ პირს ადგილზე გადაწყვეტილების მიღების არანაირი უფლებამოსილება არა აქვს.
შოვის ტრაგედიასა და გურიის სტიქიას შორის ის განსხვავებაა, რომ ახლა sms-ები დაიგზავნა, რომ მოსახლეობა მოსალოდნელ სტიქიაზე გაეფრთხილებინათ, მაშინ კი, არ გვაფრთხილებდნენ", - განაცხადა რესან ქიქავამ.
უკვე რამდენიმე დღეა გურიაში სტიქიაა. რეგიონში დიდთოვლობას მსხვერპლიც მოჰყვა. თოვლის გამო ტრანსპორტი თითქმის ვერ მოძრაობს; ასევე გართულებულია სასწრაფოსა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადების გამოძახება. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსა მოწყვეტილი.



























