მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს" 270 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა

5ef4d0f603d80
სალომე მეცხვარიშვილი
25.06.20 20:50
1446
კომუნიკაციების კომისიამ კომპანია "კავკასუს ონლაინს" ავტორიზაცია არ შეუჩერა და კვლავ 270 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციის კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც ონლაინ ჩატარდა. კომპანია ვალდებულია თანხა 25 ივლისამდე გადაიხადოს, ასევე შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოს კომპანიის აქციები 1 აგვისტომდე.

აღნიშნულს კომისია კომპანიისგან უკვე თვეებია ითხოვს. "კავკასუს ონლაინის" 49%-იანი წილი მისმა მფლობელმა ხვიჩა მაქაცარიამ გასულ წელს მიჰყიდა აზერბაიჯანელ მილიონერ ნასიბ ჰასანოვს. ტრანზაქცია კი მხარეებმა მარეგულირებელს არ შეუთანხმეს, რაც მარეგულირებლის შეფასებით უკანონობაა.

ასევე კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, რომ 10 ივლისამდე წარადგინოს მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების სრული და განახლებული სია, რადგან არსებობს ეჭვი, რომ 49%-იანი წილის მსგავსად, გასხვისდა დარჩენილი 51%-იანი წილი, ასევე ნასიბ ჰასანოვზე და ესეც კომისიის თანხმობის გარეშე მოხდა, რის შესახებაც დადასტურებული ინფორმაცია კომისიას ჯერჯერობით არ გააჩნია.

თავად "კავკასუს ონლაინი" სხდომაზე ითხოვდა, რომ ავტორიზაციის შეჩერებისა და ახალი ჯარიმის სანაცვლოდ, კომისიას ჩაეტარებინა კვლევა და აქციების გასხვისების შემდეგ დაედგინა, რეალურად არღვევს თუ არა კონკურენციას კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების ცვლილება, რაზეც კომისია მათ არ დაეთანხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები