მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ICT სექტორში $115 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორი ქვეყნების და კომპანიების რეიტინგი

IT
სტატიაში საუბარია:

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ინფორმაციის და კომუნიკაციები (ICT) სექტორში 115 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2024 წლის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება.

BMG-ის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შარშან საქართველოს ICT სექტორში ყველაზე მეტი FDI აშშ-დან შემოვიდა - 60 მლნ დოლარი. TOP-ინვესტორი ქვეყნების სიაშია გაერთიანებული სამეფო -10 მლნ დოლარით.

TOP-ინვესტორი ქვეყნების ათეულში მოხვდა ვირჯინიის კუნძულები და ფინეთი, მაგრამ საქსტატმა განხორციელებული ინვესტიცია არ დააკონკრეტა. როგორც ჩანს, ამ ქვეყნებიდან 1 ან 2 კომპანიაა, ამიტომ თანხის დასახელებით მათ მიერ ჩადებული FDI-ს მოცულობა იდენტიფიცირებადი გახდებოდა.
საქსტატის მიერ მოწოდებული სიიდან ასევე ირკვევა, რომ შარშან საქართველოს ICT სექტორში ინვესტიციები შემოვიდა ლატვიიდან, ნიდერლანდებიდან, რუსეთიდან და ა.შ.


რაც შეეხება ICT კომპანიებს, სადაც 2025 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, TOP-ათეულში მოხვდა „სელფი მობაილი“, „მაგითიკომი“, „კავკასუს ონლაინი“, „მეიჯერელ საქართველო“, „თინეთი“ და ა.შ.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები