მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების ომბუდსმენი მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს რეკომენდაციით მიმართავს

5e6f531c7e4e2
BM.GE
16.03.20 14:39
959
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს რეკომენდაციით მიმართა.

"მოგეხსენებათ, COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნიდან გამომდინარე, ქვეყანაში საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების ნაწილი გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ტელეკომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ ხარისხიანი და შეუზღუდავი მომსახურების მიწოდება.

ამასთან, მიზანშეწონილად მიმაჩნია, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ გადავადდეს ისეთი გეგმიური/პროფილაქტიკური სამუშაოები, რომლითაც მომხმარებლებს ეზღუდებათ სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომა და ამავდროულად, მათი გადავადებით კომპანიების შემდგომ გამართულად ფუნქციონირებას საფრთხე არ დაემუქრება და კომპანიას არ მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ასევე მოგმართავთ თხოვნა/რეკომენდაციით, გამოხატოთ სოლიდარობა და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოთ მომხმარებლებისთვის შეუზღუდავი მომსახურების მიწოდება და მათი თანხმობის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის მანძილზე ისეთი საშეღავათო მექანიზმის ამოქმედება, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომხმარებლის ინტერესები", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები