მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონფერენცია თურქეთში - კომპანიები ფეროშენადნობების ბაზარზე არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ

ფეროშენადნობების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე, შეცვლილ ფასებსა და სასაქონლო ნაკადებზე ფეროშენადნობთა მწარმოებელი ქვეყნების წარმომადგენლები დღეს თურქეთში მსჯელობენ. კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოდან ფეროს მწარმოებლებიც ესწრებიან, როგორც თურქეთის, ასევე მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან. ცნობისთვის, ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი კვლავ გრძელდება, მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან ფეროს ექსპორტიც, მაგალითად აგვისტოში ექსპორტზე მხოლოდ 3.6 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა. წელს სულ 115 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, კლება წლიურად 69%-ია. როგორია ბაზრის უახლესი ტენდენციები?

სტუმარი: ნუგზარ კევლიშვილი - „ფეროშენადნობთა ასოციაციის" პრეზიდენტი;