ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს სახელმწიფო აფთიაქი შექმნას - ასეთი დამოკიდებულება აქვს ფარმაცევტულ ბიზნესს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე, რომლის განხილვები პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დღეს დაიწყო. წარმოდგენილი ცვლილებებით, სახელმწიფო ძვირად ღირებული ინოვაციური მედიკამენტების მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შესყიდვას აპირებს. ამ შემთხვევაში მართული შესვლის მექანიზმი იქნება გამოყენებული, რაც თავისი არსით კონფიდენციალური შეთანხმებაა. ამ მიდგომის მთავარ რისკად კანონპროექტის ავტორი უწყება პროცესების გაუმჭვირვალობას ასახელებს.
საკმაოდ კრიტიკული პოზიცია ჰქონდა კომიტეტზე ფარმაცევტულ ასოციაციას. რატომ არის მიუღებელი მათთვის წარმოდგენილი ცვლილებები?
სტუმარი: ილონა კოკიაშვილი - "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;