მთიან ყარაბაღში ეთნიკურ სომეხთა დაჯგუფების ხელმძღვანელობამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები არ მიუღიათ, თუმცა რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების, საკვებისა და სასმლის ჩატანაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსმა მშვიდობისმყოფელებმა, რომლებმაც დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, ყარაბაღში 50 ათას ტონაზე მეტი საჭმელი რეგიონში მიმავალი ორი სხვადასხვა მაგისტრალით ჩაიტანეს. ეს იყო პირველი ჰუმანიტარული დახმარება სომხეთისგან მას შემდეგ, რაც ყარაბაღში ადგილობრივი სეპარატისტები დანებდნენ და იარაღი დაყარეს.
რუსული განცხადება, რომ ყარაბაღში დახმარება ორი სხვადასხვა გზით შევიდა მიანიშნებს იმაზე, რომ რეგიონში საკვები აზერბაიჯანმაც გააგზავნა.
გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, ჰაკმეტ ჰაჯიევმა მედიას განუცხადა, რომ ბაქო ყარაბაღში ეთნიკური სომეხი მეომრებისთვის, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, ამნისტიის საკითხს განიხილავდა.