საერთაშორისო ბრენდი Konica Minolta, რომელიც გლობალურ ბაზარზე ოპერირებს 150 წელს ითვლის, კავკასიის რეგიონში 2019 წლიდან გამოჩნდა და თბილისში ბეჭდვის სრულიად ახლებური დანადგარებისა წარმოება დაიწყო. 20 თებერვალს კი რეგიონალურ ბაზარს ეტიკეტების ბეჭდვის უნიკალური და თანამედროვე ტექნოლოგია წარუდგინა.
Konica Minolta Georgia-ს გუნდი "AdWise ჯგუფთან" თანამშრომლობით ციფრული ბეჭდვის ახალ მანქანაზე მუშაობას დაახლოებით ორი თვის წინ შეუდგა. სპეციალისტებმა უნგრეთის, ჩეხეთის და უკრაინის ინჟინერთა გუნდის მხარდაჭერით AccurioLabel 400 roll-to-roll ციფრული ბეჭდვის მანქანა და MGI JETvarnish 3D აამოქმედეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დანადგარი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია წარმოდგენილი, კავკასიის რეგიონისთვის კი პირველია, რომელიც "AdWise"-ის სტამბაში დაინსტალირდა.
"ეს არის ციფრული ტექნოლოგია, რომლის მთავარი უპირატესობაც ხარისხია. სწორედ ეს ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი მომხმარებლების ეტიკეტები იყოს სრულიად განსხვავებული. ძალიან მნიშვნელოვანი წარმოების სისწრაფეც, ამ ტექნოლოგიის წყალობით ესეც ახალ საფეხურზეა ასული და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, რომ ბევრად სწრაფად და მოქნილად აწარმოონ პროდუქცია. ახალი დანადგარი განსაკუთრებით საჭირო მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისა, რადგან ფინანსების და დროის დაზოგვას განაპირობებს", - განაცხადა „AdWise ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა, ბექა ბუბუტეიშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში.
თავად "AdWise ჯგუფი" ქართულ ბაზარზე 15 წელია ოპერირებს და ციფრული ბეჭდვის ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, Konica Minolta-ს მიერ წარმოებული დანადგარი კი მისთვისაც ახალი შესაძლებლობა და საწყისი აღმოჩნდა.
სწორედ მისი საშუალებით ხდება შესაძლებელი, რომ კლიენტ კომპანიებმა წარმოების პროცესში როგორც დრო, ისე ფინანსებიც დაზოგონ.
"იმ პროდუქტის მისაღებად, რასაც ახლა ამ ახალი დანადგარით ვიღებთ, ადრე სადღაც 3-4 დანადგარი, პლუს რამდენიმე ოპერატორი და დიდი საწარმოო ციკლი იყო საჭირო. პროცესში, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომაც იყო. ეს ტექნოლოგია კი პროცესს ამარტივებს, ეტიკეტების და საბოლოო პროდუქტის მიღება ძალიან მცირე დროშია შესრულებული. ზედმეტი ფინანსური დანახარჯებიც სრულად ამოვარდნილია", - აღნიშნავს რევაზ ჯამაგიძე, „Konica Minolta საქართველოს“ რეგიონალური დირექტორი.
„Konica Minolta საქართველოს“ სერვისისა და IPP მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი გალუაშვილი კი აცხადებს, რომ გარდა ციფრული ბეჭდვის შესაძლებლობისა, MGI JETvarnish 3D Web საფარზე ფიქსირებული ან ცვლადი მონაცემების გამოყენებასაც შესაძლებელს ხდის, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
"თითოეულ ეტიკეტზე ცხელ ფოლგირება ან შერჩევით ლაქირებაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, პროდუქტს კმაყოფილი მომხმარებლები უკვე მრავლად ყავს", - ამბობს გიორგი გალუაშვილი.
Konica Minolta შვილობილი კომპანიებით და დისტრიბუტორებით ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 39 000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.