კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის ორგანიზატორები ბაზრის ხუთი მარეგულირებელი უწყება - კონკურენციის სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არიან. კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება.
სტუმარი: დავით ნარმანია - სემეკის თავმჯდომარე;