მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტო საჩივრების მიღებას იწყებს - რას ითვალისწინებს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი?

635fde6374cb1
BM.GE
01.11.22 09:40
700
1 ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოქალაქეების განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას იწყებს.

1 ივნისს ძალაში შესული კანონით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მაგალითად ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს. რეგულაციამ მომხმარებელი შეცდომაში შემყვანი რეკლამისგანაც უნდა დაიცვას, ამიტომ ბიზნესსუბიექტებს ევალებათ, მყიდველს ამა თუ იმ პროდუქტსა და მის ფასზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

თუ მეწარმესთან მომხმარებელმა კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მას უფლება აქვს კონკურენციის სააგენტოს მიმართოს. სააგენტოს მითითებების შესრულება მეწარმეებისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო თუ არ დაემორჩილებიან კონკურენციის სააგენტოს შეუძლია მეწარმე დააჯარიმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები