მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

625526d207cca
მარიამ ვარადაშვილი
12.04.22 14:39
860
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. საკითხი ეხება ტურისტული მომსახურების ბაზარზე მოქმედი კომპანიის სარჩელს, რაც გულისხმობს კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას. ამ მიზნით სააგენტოში მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.

“სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

ამ დროისათვის მიმდინარე რეჟიმშია 2 საქმის მოკვლევის პროცესი: 1. სათარჯიმნო სექტორში - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით და 2. სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში - არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის ფაქტზე”, - აცხადებენ სააგენტოში.

2021 წელს სააგენტომ 5 საქმის მოკვლევა დაასრულა - მათ შორის, სამი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, ორ მათგანში დარღვევა დადასტურდა. ერთი შეთანხმებული ქმედების ფაქტი იქნა გამოვლენილი 4 კომპანიის მიმართ და ერთ შემთხვევაში სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი არ დადგინდა. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად 3 საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარე რეჟიმშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები