მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო

64a50b4d4224a
BM.GE
05.07.23 10:18
530
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მომართვის საფუძველზე, ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო, - ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

"კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს - კონკურენტულ გარემოს როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის: მიმდინარე რეჟიმშია - ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების, გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG)  და თხილის ბაზრის მონიტორინგები. 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით  რეკომენდაციები გასცა.

კონკურენციის სააგენტო მოცვის ბაზრის მონიტორინგს იწყებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები