მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტომ ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა

5ea000158faa5
ელენე გოგბერაშვილი
22.04.20 12:50
901
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ  ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის ფარგლებში, დაკვირვების ობიექტს/შესაბამის ბაზარს წარმოადგენდა 0-დან 6-თვემდე ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ნარევი, ხოლო შესასწავლ პერიოდს 2014-2019 წლები.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში და მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, მონიტორინგის ფარგლებში განსაზღვრულ 0–დან 6 თვემდე ჩვილ ბავშვთა საკვები პროდუქტების ბაზარზე არ გამოიკვეთა საქართველოს კონკურენციის კანონდებლობის შესაძლო დარღვევის რისკები.

"ამასთან ერთად, არ იკვეთება ისეთი რისკ ფაქტორი, რამაც შესაძლოა შემდგომში მოახდინოს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის სტიმულირება, შესაბამისად, არ არსებობს მომავალში განგრძობითი დაკვირვების წარმოების მიზნით მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი.

ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლის, მსხვილი კომპანიების წილობრივი გადანაწილებისა და ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შეფასების მიზნით მონიტორინგის პროცესში გამოკვლეული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევს, რომ 2014–2019 წლებში შესაბამისი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები