მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო სამედიცინო სექტორში ეკონომიკური აგენტების გაერთიანების საქმეს სწავლობს

64c76655ce9fb
BM.GE
31.07.23 11:48
53
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამედიცინო სექტორში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (გაერთიანება) საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკითხი ეხება - შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიასა“ და შპს „მედკაპიტალს“ შორის დაგეგმილ კონცენტრაციას.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს განიხილავს.

"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ - 2023 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge ან მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-8 სართული.

ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 3 დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტოში საქმისწარმოება მიმდინარეობს", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები