მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელი & GLOVO - რა გადაწყვეტილება მიიღო კონკურენციის სააგენტომ?

647850de3d69d
BM.GE
01.06.23 12:00
957
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „გლოვოაფფ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა - ეკა გამრეკლიძის და ვეფხვია ცერცვაძის განცხადებებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:

• კომპანიის შიდა პოლიტიკა შეცვალოს, კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა;

• ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს. მათ შორის, იმ მოვაჭრეების შესახებ ინფორმაცია, ვისი საქონელიც ვებგვერდზე www.glovoapp.com და მობილურ აპლიკაციაში იყიდება;

• უზრუნველყოს სარეალიზაციო ვებგვერდზე/აპლიკაციაში განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 4 (ოთხი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები