მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ "ევროპის უნივერსიტეტი’’ 15 000 ლარით დააჯარიმა

6299b8509a284
მარიამ ვარადაშვილი
03.06.22 12:05
1094
კონკურენციის ეროვნული სააგენტომ კონცენტრაციის შესახებ შეუტყობინებლობის გამო, "ევროპის უნივერსიტეტი’’ დააჯარიმა. საკითხი ეხება მიმდინარე წლის აპრილში „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შეძენას. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას საჭიროებდა.

“შესაბამისად, „ევროპის უნივერსიტეტს“ 15 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა დაევალა.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 4 221 კონცენტრაციაა რეგისტრირებული. სააგენტომ, 2022 წლის იანვარ-მაისში თანხმობა 2 კონცენტრაციაზე (შერწყმა) გასცა. ერთი საკითხი სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას, ხოლო მეორე საკითხი - სამშენებლო სექტორს ეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები