მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენცია არის სუპერ მაღალი. მონოპოლიას თეორიაშიც ვერ დავუშვებთ - „გუდვილი"

ქსელური მარკეტები

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების (FMCG) სექტორში კონკურენცია ძალიან მაღალია და მონოპოლიებზე საუბარი თეორიულადაც არ შეიძლება. მან ამის შესახებ "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" განაცხადა, სადაც დღეს, საცალო ქსელების ოპერატორებს უსმენენ.

ფრაქცია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ აღნიშნა, რომ ფასების კომისიაზე, სავარაუდოდ, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებს მოიწვევენ და გიორგი ხაბაშვილს ჰკითხა, რამდენად არის ბაზარზე მონოპოლია.

"ჩვენს სექტორში კონკურენცია არის სუპერ მაღალი. სწორედ ამიტომაც არის რომ ქსელები ცდილობენ რაც შეიძლება საუკეთესო შეთავაზება გააკეთონ მომხმარებლისთვის, ზოგი ამას ახერხებს ფასის კუთხით, ზოგი ფასის და მომსახურების კუთხით და ა.შ.

ახლოსაც კი ვერ მივალთ იმასთან, თეორიაში მაინც დავუშვათ, რომ რაიმე ტიპის მონოპოლიაზე ვილაპარაკოთ. ციფრებით ვიტყვი რატომ, საქართველოში სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების ბაზრის მოცულობა არის დაახლოებით ჯამურად 25 მილიარდი ლარი წლიურად, აქ არის სუპერმარკეტის ქსელები, ბაზრები, ბაზრობები, საბითუმო მოვაჭრეები, პატარა მაღაზიები. ან საერთო რიცხვში სუპერმარკეტების ქსელებს ყველას ერთად აღებულს 40-42% უჭირავს. ამ კომპანიებს შორის 15-18 კომპანიაა და მათ შორის არის გაცხოველებული კონკურენცია. ცალკეული ბრენდები მაქსიმუმ 8%-ს ვერ სცდება. ერთ-ერთის წილი, სადაც რამდენიმე ბრენდი შედის, ბაზარზე 14%-ს ვერ სცდება",- ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები