მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ 2 ბიზნესსუბიექტი განმეორებით დააჯარიმა - მიზეზი ვალდებულებების შეუსრულებლობაა

სათარჯიმნო საქმიანობა
BM. GE
10.08.23 12:28
50

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები განმეორებით დააჯარიმა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. 
 
მათი ცნობით, ეკონომიკური აგენტების მიმართ მოკვლევა, რომელიც ,,დელტა დეველოპმენტ გრუპის’’ საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობდა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა. მოკვლევის შედეგების მიხედვით,  მხარეებს შორის შეთანხმებული ქმედება დადასტურდა. შესაბამისად, დაეკისრათ ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის  აღმოფხვრა დაევალათ.
 
კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ დროისათვის მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს, 2023 წელს უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები