მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ „დილსი 2020“ დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს „დილსი 2020“, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა.

ამის მიზეზად სააგენტო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევას ასახელებს.

კერძოდ, მოვაჭრეს ევალებოდა - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.

"ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს სააგენტოს მიერ  განესაზღვრა 1 თვის ვადა, რაც მის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დილსი 2020“ 600 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს  სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას",- წერია განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.