მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტომ „საქართველოს კლინიკებისა“ და „გორმედის“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

გორმედი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სფეროში დაგეგმილ კონცენტრაციას თანხმობა მისცა. გადაწყვეტილება სს „საქართველოს კლინიკების“ მიერ შპს „გორმედზე“ ერთპიროვნული კონტროლის მოპოვებას ეხება.

სააგენტოს ინფორმაციით, ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ შესაბამისი სეგმენტი დაბალკონცენტრირებულია და ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ცვლილება მცირეა, რის გამოც გარიგება კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.

GCCA-ის მონაცემებით,წლიურ ჭრილში ეს უკვე მე-17 შემთხვევაა, როცა სააგენტომ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები