მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ, შესაძლოა, ფარმაბაზარზე მორიგი მოკვლევა იანვარში დაიწყოს - ლექვინაძე

კონკურენციის სააგენტო

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული არარეფერენტულ მედიაკმენტებზე მაღალი ფასნამატების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლოა, კონკურენციის სააგენტომ, იანვარში მორიგი მოკვლევა დაიწყოს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოკვლევა კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებაზე ჩატარდება.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტო აგრძელებს კოორდინაციას და თანამშრომლობას ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ ეტაპზე მიღებული გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატების შესახებ, რომელიც არარეფერენტული მედიკამენტების ნაწილშია დარჩენილი. კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამჟამად ახდენს ამ მონაცემების დამუშავებას და დიდი ალბათობით, იანვარში მორიგ მოკვლევას დავიწყებთ, რომელიც აღნიშნული მედიკამენტების შემთხვევაში, მათი ჩამნაცვლებელი ბაზარზე გარკვეული კომპანიების მხრიდან დომინანტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამ დომინანტობის შესაძლო არასათანადო გამოყენებას, ამიტომ თუ კონკურენციის სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას მორიგი და შემდგომი მოკვლევის დაწყების თაობაზე გეცნობებათ“, - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა: „იმ შემთხვევაში თუ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაა ფიქსირდება, დამრღვევი კომპანიების მიმართ განსაზღვრულია 5%-მდე ჯარიმა იმ ბრუნვის, რომელიც მათ წინა წელს უფიქსირდებოდათ“.

"ჯიპისი"/"ფარმადეპო" ₾20.3 მლნ-ით დაჯარიმდა, PSP ₾17 მლნ-ით, "ავერსი" ₾14.4 მლნ-ით - კონკურენციის სააგენტო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები