მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ VELI.store-ი, „ინექს გრუპი“, "დილსი" და „სანლაინი“ დააჯარიმა - მიზეზები

ვაჭრობა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 4 მოვაჭრეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაუდგინა.

საუბარია, როგორც მოვაჭრეთა მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების უფლების დარღვევაზე, ასევე შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციულ საქმიანობაზე.

"სააგენტო წერს, რომ საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად მოვაჭრეების მხრიდან დადასტურდა: მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების და მოქმედებით და უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის შემთხვევები.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამონ", - წერს სააგენტო.

რაც შეეხება საჯარიმო მექანიზმს, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა.სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმე ე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები