მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

მომხრებლის დაცვის სააგენტო
22.01.24 10:59
455

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე სააგენტო შეაფასებს - კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ. დაინტერესებული მხარეებისთვის შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება.

ცნობისთვის: 2023 წელს, სააგენტომ საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და 6 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გასცა. ასევე, დასრულდა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი, სადაც მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ განგრძობითი დაკვირვების, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. მიმდინარე დაკვირვების რეჟიმშია - საავტომობილო საწვავის, მოცვის და თხილის ბაზრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები