მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კონკურენტული ფასები გვაქვს“- ფოთი-კონსტანცას საბორნე რეისზე სიხშირეები გაიზრდება

649ee4e86b38a
ელენე გოგბერაშვილი
01.07.23 21:25
920
ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები საქართველოს გავლით უმოკლესი გზით დაუკავშირდება ევროპას. ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო. 190 მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ საგზაო მარშრუტს მოემსახურება. ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს. პირველი რეისი E60 Shipping Line-ის მიერ ITMC-სთან პარტნიორობით განხორციელდა.

როგორც ITMC-ის დირექტორი BM.GE-სთან ამბობს, პროექტში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე დაგეგმილია, საბორნე მიმოსვლის სიხშირეები გაიზარდოს.

„პირველი რეისი უკვე შესრულდა. გუშინ ჩამოვიდა პირველი რეისი კონსტანციდან ფოთში და ეს რეისი შესრულდა წარმატებით. რაც ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, კონსტანცას პორტში გაიარა მარტივად საბაჟო პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ ბორანი არის 104 ადგილის ტევადობის და შეუძლია სწორედ ამდენი მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილის გადაყვანა სრული დატვირთვით.

ბორანის მოძრაობის სიხშირე ამ ეტაპზე არის კვირაში ერთი რეისი, თუმცა იგეგმება სიხშირის გაზრდა, რათა უფრო მოსახერხებელი და მოთხოვნადი იყოს ეს მიმართულება სატრანსპორტო სექტორისთვის.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ კონკურენტ ხაზებთან შედარებით ძალიან კონკურენტული ფასები გვაქვს, რაც მოთხოვნასაც შეეტყო“,-აცხადებს ნათია გოზალიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები