მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის - გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 მარტია

6416b776ee323
BM.GE
19.03.23 12:17
739
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდება - „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“.

მათივე ცნობით, გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 მარტია.

"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა კონფერენციას „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“ გამართავს.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ.

სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა ნაშრომები უნდა მოამზადონ ტურიზმში მწვანე ინვესტიციების შესაძლებლობების შესახებ,  მათ მიერ შერჩეულ (ქვეყნის, კურორტის, ქალაქის, სოფლის, სასტუმროს ან სხვა ტურიზმის სერვისის მიმწოდებლის) დონეზე. გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება, კონფერენციის ფინალურ ეტაპზე გასულ ყველა გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი.

ანგარიშები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში აიტვირთება.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობას და სტუდენტების ჩართულობას ტურიზმის განვითარების საკითხებში", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
მნიშვნელოვანი თარიღები:
 
30 მარტი - გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს;
6 მაისი - რეგისტრირებული გუნდების ანგარიშების მიღების ბოლო ვადა (მოცულობა 10-15 გვერდი);
10 მაისი - ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების გამოვლენა;
21 მაისი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ანგარიშების საფუძველზე გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.
საკონტაქტო ინფორმაცია: ctsconference2023@cu.edu.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები