შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის წესები “აბსურდულია”, რომელიც ხელს უშლის ნამდვილ დემოკრატიულ კონკურსს.
“ფრთხილი განხილვის შემდეგ და ჩემი ოჯახის კონსულტაციის საფუძველზე, ვხსნი კანდიდატურას ამ საპრეზიდენტო რბოლიდან. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ მოცემულ დროს ეს არის სწორი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, ჩემი ერთგულება ირლანდიის მიმართ ამით არ მთავრდება. ჩემი ხალხის სამსახურში ყოფნას გავაგრძელებ და ჩემს პლატფორმას გამოვიყენებ, რათა ჩემი ქვეყანა და ხალხი უფრო მეტ ადამიანს გავაცნო. ეს ჩემი პირველი ცდა იყო პოლიტიკაში და მართალია, კანდიდატურა მოვხსენი, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. მინდა, ხალხი დავარწმუნო, რომ ეს ჩემი ბოლო არჩევნები არ იქნება. მომავალშიც მიხილავთ და თქვენთვის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ვიბრძოლებ“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე მაკგრეგორმა.
ირლანდიის პრეზიდენტის პოსტი ძირითადად სიმბოლური, შვიდწლიანი ვადითაა, თუმცა მაკგრეგორი პირობას დებდა, რომ “ირლანდიური კულტურის“ დასაცავად და “ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებისთვის“ იმიგრაციას შეაკავებდა.
ის იმედოვნებდა, რომ თავისი სოციალური ქსელების გავლენით, ასევე ილონ მასკის მხარდაჭერითა და დონალდ ტრამპის არაპირდაპირი თანხმობით, 24 ოქტომბრის არჩევნებში საარჩევნო ბიულეტენში მოხვედრას შეძლებდა. მას მხარს უჭერდნენ ტაკერ კარლსონი და სხვა მემარჯვენე ამერიკელი პოლიტიკოსებიც.
მაკგრეგორს დიდი სირთულე ჰქონდა. ბიულეტენში მოსახვედრად, კანდიდატს ან პარლამენტის 20 წევრი, ან ადგილობრივი ხელისუფლების ოთხი წარმომადგენელი უნდა წარადგენდეს. მისი შეფასებით, ეს პროცესი კონკურენტების სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი.
37 წლის მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მისი წარუმატებელი კამპანია, რომლის მიზანიც ირლანდიის მოქმედი პრეზიდენტის მაიკლ დ. ჰიგინსის შეცვლა იყო, კონსტიტუციის უფლებამოსილების წესებში უსამართლობას ცხადყოფს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მაკგრეგორისადმი მცირე მხარდაჭერას აჩვენებდა მხოლოდ 7% ერთ გამოკითხვაში და უმნიშვნელოს პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებებში.
კონორ მაკგრეგორი ირლანდიაში პოლარიზებული ფიგურაა. აღსანიშია, რომ ივლისში მან ქალზე ძალადობის ბრალდებით გასული წელს სასამართლოს გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო სარჩელი ააგო.




























