მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტრაქტორთან დავაში იურისტების დაქირავებაზე წყალმომარაგების კომპანია ₾2 მლნ-ს დახარჯავს

hogan lovells

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2024 წლის განმავლობაში უპასუხისმგებლო კონტრაქტორთან საარბიტრაჟო დავაში იურისტების დაქირავებაზე 2 მილიონ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.

საქმე ფოთის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაციის ტენდერს უკავშირდება, რომელშიც 2017 წელს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა საინჟინრო კომპანია Tahal Group BV-იმ გაიმარჯვა. ხელშეკრულების ღირებულება 35.3 მილიონი დოლარი იყო და მის ფარგლებში კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის 31 ივლისს უნდა დაესრულებინა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ფინანსდებოდა.

თუმცა, კომპანიის დაბალი პროგრესის გამო, მასთან ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო დავა წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, საერთაშორისო არბიტრაჟში დაიწყო. თუმცა საჯაროდ უცნობია, რამდენი მილიონის კომპენსირებას ითხოვს საქართველოს სახელმწიფო ჰოლანდიური კომპანიისგან.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანახმად, მათ აღნიშნულ დავაში წარმომადგენლობისთვის საერთაშორისო იურიდიული კომპან ია Hogan Lovells-ი დაიქირავეს, სწორედ მას უნდა გადაუხადოს კომპანიამ წელს 2 მილიონი ლარი Tahal Group-ის მიერ გაფლანგული მილიონების დაბრუნების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები