სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია Conmebol-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ჩემპიონატზე ვარდისფერ ბარათს გამოიყენებენ. ახალი წესი მთელი ტურნირის განმავლობაში იმოქმედებს და არბიტრი მხოლოდ მაშინ იმოქმედებს თუ გუნდს აუცილებელი მე-6 ცვლილების გამოყენება დასჭირდება.
განსაკუთრებულ ვითარებად ჩაითვლება თავის არეში მიღებული დაზიანება, რა დროსაც მსაჯი მწვრთნელის მითითების მიხედვით ვალდებული იქნება ვარდისფერი ბარათი გამოიყენოს. თავის ტრავმის ან ტვინის შერყევის საეჭვო ვითარებისას გუნდის თავკაცებმა ინფორმაცია მთავარ მსაჯს ან მეოთხე არბიტრებს უნდა მიაწოდონ.
იმ შემთხვევაში თუკი ტვინის შერყევა დადასტურდება ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნების უფლება აღარ ექნება და ნაკრების ექიმებს მოუწევთ გარკვეული ფორმის შევსება და Conmebol-ის სამედიცინო კომისიისთვის მაქსიმუმ 24 საათში გადაგზავნა.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკას აშშ მასპინძლობს და ტურნირი 20 ივნისიდან 14 ივლისამდე გაგრძელდება.