რეგენერაციულ მედიცინაში ახალი ტექნოლოგია იტესტება, რომელსაც, პოტენციურად, მილიონობით უსინათლოსთვის მხედველობის აღდგენა შეეძლება. სამხრეთ კორეელემა მეცნიერებმა წარმატებით ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ძუძუმწოვრებში ბადურას რეგენერაცია შეძლეს.
საქმე ისაა, რომ ცხოველთა ნაწილს განსაკუთრებული რეგენერაციული უნარი გააჩნიათ, რაც, მათ შორის, მხედველობის აღდგენის საშუალებას აძლევთ. ბოლო დრომდე მიჩნეული იყო, რომ აღნიშნული ფენომენი მხოლოდ ცხოველებში, კერძოდ კი თევზის კონკრეტულ სახეობაში ვლინდებოდა. ძუძმწოვრებში, განსაკუთრებით კი ადამიანებში, ბადურის ბუნებრივი აღდგენა შეუძლებელია.
კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა კი უპრეცედენტო ექსპერიმენტი ჩაატარა. საკვლევ ობიექტად თაგვები აიღო, რომლებშიც ბადურის რეგენერაციის პროცესი წარმატებით წარიმართა. ეს ექსპერიმენტი იძლევა იმედს, რომ მალე მეცნიერებს ექნებათ საშუალება უსინათლო ადამიანებს ნაწილობრივ, ან სრულად აღუდგინონ მხედველობა.
ექსპერიმენტის მთავარი გმირი პროტეინია, სახელწოდებით - PROX1. მუიულერის უჯრედში ნაპოვნი პროტეინი ბადურის დამხმარე როლს ასრულებს და, როგორც ჩანს, დაზიანების შემთხვევაში, უჯრედების ვიზუალურ ნეირონებად გადაქცევას აფერხებს. თუმცა, მაგალითად, თევზის იმ სახეობებში, რომლებსაც რეგენერაციული უნარი აქვთ, აღმოჩნდა, რომ PROX1 პროტეინი დაზიანებულ უჯრედებს გარდაქმნიან. ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ბრმა თაგვის გენეტიკური კოდიდან PORX1 წაშალეს, რამაც ცხოველის მხედველობა გააუმჯობესა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში 43 მილიონამდე ადამიანია უსინათლო, 295 მილიონი ადამიანის მხედველობა კი ნაწილობრივ ან მძიმედ დაქვეითებულია. ბევრი მათგანისთვის განკურნების შესაძლებლობა შეზღუდული, ძვირი ან მიუწვდომელია. კორეული გუნდის წარმატებული ექსპერიმენტი კი რეგენერაციულ მედიცინაში ახალ სიტყვას ამბობს. თუ კვლევის პროცესი ადამიანებზეც გავრცელდება, მილიონობით ადამიანს მხედველობის აღდგენის საშუალება მიეცემათ.




























