საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი გამოუყო. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, 19 სექტემბრის განკარგულებით, მთავრობამ მოიწონა კორეის რესპუბლიკის საელჩოს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გრანტის სახით 416 420 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობის გადაცემის შესახებ.




























