მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა" - მარინა ეზუგბაია

5e70712593dea
ინგა მურუსიძე
17.03.20 10:40
1846

კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტი რჩება. გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 15 პაციენტს, 14 პირზე მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ხოლო 1-ის შემთხვევაში მივიღეთ დადებითი პასუხი. ანუ ახლა ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი წევს.

გუშინ გაეწერა ერთი პაციენტი, თუმცა დაემატა ერთი და დღეს კიდევ დაემატა ერთი პაციენტი. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს მას ჩაუტარდება დამატებითი კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით სულ 34 პირია ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები