კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 517-დან 539-მდე გაიზარდა.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 178, ხოლო გარდაცვლილი - 6.
კარანტინის რეჟიმში რჩება - 5247 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 532.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 3-ს შეადგენს.




























