Walt Disney Company-მ განაცხადა, რომ Disneyland Resort-ი განუსაზღვრელი ვადით დაიხურება კალიფორნიასა და ფლორიდაში კორონავირუსის გავრცელების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას FOX News-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე Disney-ის აქციების ფასი 8.5%-ით შემცირდა და ერთი აქციის ღირებულებამ $96.40 შეადგინა.
როგორც კომპანია აცხადებს, მიუხედავად პარკების დახურვისა, Disneyland Resort-ის ნებისმიერ თანმშრომელს აპრილის ხელფასები სრულად შეუნარჩუნდება.
გამოცემის მიხედვით, თემატური პარკები Walt Disney Company-ისთვის შემოსავლების ძირითადი წყაროა, საიდანაც კომპანიამ გასული ფისკალური წლის განმავლობაში 26 მილიარდი აშშ დოალრი მიიღო, რაც მთლიანი შემოსავლების 37%-ია. Walt Disney-ის ჯადოსნურ სამყაროს წელიწადში, დაახლოებით, 20 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.
აღსანიშნავია, რომ ფლორიდაც და კალიფორნიაც „დარჩით სახლში“ რეჟიმზეა გადასული. ფლორიდაში „დარჩით სახლში“ 9 აპრილის ჩათვლით არის ძალაში, ხოლო კალიფორნიაში ამ დრომდე უცნობია სადამდე დარჩება აკრძალვები ძალაში.