მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო, ვატიკანი სააღდგომო ღონისძიებებს საზოგადოების გარეშე გამართავს

5e6de44b7e60b
დავით ჯალაღონია
15.03.20 12:10
1039
კორონავირუსის გამო, საზოგადოება სააღდგომო მესას და აღდგომასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს ვერ დაესწრება. ამის შესახებ ვატიკანის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც CNN იუწყება, მორწმუნეებს არც ტრადიციულ – ფეხების დაბანის რიტუალზე დასწრების საშუალება მიეცემათ, ისინი ვერც კოლიზეუმში, ე.წ ჯვრის გზის რიტუალს დაესწრებიან და ვერც – ბზობას.

გარდა ამისა, ოთხშაბათობით, რომის პაპი ფრანცისკე საკუთარ მიმართვას საზოგადოებისადმი 15 აპრილამდე, ონლაინ–რეჟიმში ჩაატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები