მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსის გავლენით "ლილოს ბაზრობას" მომხმარებლები 30%-ით შეუმცირდა"

5e6f321aead09
ელენე გოგბერაშვილი
16.03.20 12:33
9306
ბოლო ერთ კვირაში ლილოს ბაზრობაზე მომხმარებელთა აქტივობა 30%-ით შემცირდა. ამის შესახებ bm.ge-ის "ლილო მოლის" პრეზიდენტმა ლევან გაგუამ განუცხადა.

მისი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო ვითარებას გამოაცხადებს, სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტი კი, პროცესების განვითარების შესაბამისად იმოქმედებს.

„ველოდებით და ალბათ მიმდინარე კვირაში სახელმწიფო გამოაცხადებს საგანგებო ვითარებას. თუ ვაჭრობა არ იქნება, რა თქმა უნდა, მეწარმეებს იჯარის გადასახადს არ გადავახდევინებთ“, - აცხადებს გაგუა.

აღსანიშნავია, რომ სადგურის მოედანზე მდებარე „თერგის“ ბაზრობის მოვაჭრეები კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბაზრობის ორი კვირით დაკეტვას და გადასახადების დროებით შეჩერებას მოითხოვენ. მათი თქმით, მოვაჭრეთა უმრავლესობა მოხლოდ იმიტომ აგრძელებს მუშაობას, რომ საიჯარო თანხა აქვთ გადასახდელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები